მიყვარს გაზაფხული!
ფერების გამა, თვალის შევლება,
ჩემი აუხდენელი სურვილების
მოულოდნელად ახდენა!
ბავშვური სიცელქე
ცეკვა – თამაში..
დილით რიჟრაჟზე
მდუმარე ხეების, მცენარეების,
ხელით შეხება მოფერება..
ხის რტოებზე უძინარი ჩიტუნების
გამაყრუებელი ჟივილ – ხივილი,
ტოტიდან ტოტზე მათი დაუღალავი თარეში და
ყოველი ახალი დღის დაბადება..
თურმე რამდენი კვალი,
რამდენი ტკივილი,
მოუშუშებელი იარა დაუტოვებია
ზამთრის სუსხიან სიცივეს..
ო, რა სწრაფად გადის დრო!
ო, რა უეცრად გალეულა ჩემი სიჭაბუკე!
დროს დრო ასწრებს
და გადის ისევ ჩქარა, უკიდეგანოდ..
თუმცა იკარგება ის სილაჟვარდე,
ერთ დროს ბავშვობის უცოდველი ჟინი,
რასაც ყველაზე მეტად ვეტრფოდი..
თუმცა მე დღესაც მიყვარს გაზაფხული!
მილეული წლების შემდეგ,
მიყვარს ისევ მასთან შეხვედრა!
გართობა თამაში..
წვიმა, ქარი, ტკბილი ხან მწარე მოგონებები,
მზერა, მომღიმარი ნაცნობი სახეები!
ვიწრო ქვიანი ბილიკები..
თეთრი ნისლები მთებში მიმოფანტული,
მზიანი, ლამაზი ხვალინდელი დღის!