You are viewing a single comment's thread from:

RE: All Colors Of Georgia

in #travel6 years ago

ადამიანებზე, ქარზე საუბარი ოდესღაც ..
ადამიანებზე, ქარზე საუბარი ოდესღაც,
იცვლება დუმილით . ქარები რჩებიან ფონადვე,
მწიფდება სიჩუმე. სიჩუმის ხმები და გროტესკი,
გახსენებს ყველაფერს - ნაჩხუბარს, ნაომარს, მონათმენს..

ირგვლივ აზიაა, თითისწვერებია ციკლონის.
მთვარე იქით იყოს, რა გადააგორებს ნამთვარევს,
როცა ამიკრძალეს ვინმე რეალურად ვიგლოვო,
როცა მომთაბარე სინოპტიკოსებმა - გამთვალეს..

ზეცა მესიზმრება - მისი უნებლიე პიგმენტი.
რთული არაფერი, ვხედავ დახუჭული მზერითაც,
ვიდრე მაჯებზე და ვიდრე ხელისგულზე ვიკბენდე,
ტალღის ინერცია ბოთლსაც მომიტანს და წერილსაც.

სულ რომ სხვანაირად იგრძნო, განგიმარტონ, მოგესმას -
იმედს ცოდნა უნდა! - უიმედობას კი - კადრება,
წერილს? - რა აზრი აქვს ბოთლში ვინ ჩააგდებს - ოდესმე
კუთვილ სიკვდილივით მაინც ჩაგბარდება - ადრესატს.

Coin Marketplace

STEEM 0.18
TRX 0.15
JST 0.031
BTC 61227.67
ETH 2682.99
USDT 1.00
SBD 2.62