You are viewing a single comment's thread from:

RE: All Colors Of Georgia

in #travel6 years ago

ციდან გამოქცეულ წვიმის წვეთებს,
ნაზად პირმცინარი მიწა მიეგება.
ადამიანებით სავსე სამყაროში,
ახლა დამთრგუნავი სიცარიელეა.

სადღაც სამრეკლოა ასე გარინდული,
ზარებს სევდისფერი ფიქრი მიელეწა.
ხალხით გადაფენილ დედამიწის გულში,
ვგრძნობ, რომ საშინელი სიცარიელეა.

ასე რატომ ხდება ყველას შენ გაუგო
და სხვა არც ეცდება შენში შემოღწევას.
იქნებ შენც გტკივა და იქნებ შენც განიცდი,
იქნებ შენც გჭირდება ვინმეს შეცოდება.

შენ ხომ ასეთი ხარ, შენ ხომ ყველას უგებ,
მაშ რა საჭიროა ვინმემ შენც გაგიგოს.
უფრო ადვილია სხვებს მოუსმინო და
შენი საფიქრალი თავს არ მოახვიო.

უფრო ადვილია ყველას გაუღიმო,
ღიმილიან სახეს ყველა ეტანება.
ცრემლს თუ შეგამჩნევენ გაიპარებიან,
რატომ დაირღვევენ სულის ნეტარებას.

ეძებ დაბნეული სულთა სიახლოვეს,
ბრბოში არეულხარ, გზა ვერ გაგიგნია.
გინდა იღრიალო ბგერის გახლეჩვამდე,
მაგრამ სამყაროში სიცარიელეა.

Coin Marketplace

STEEM 0.18
TRX 0.15
JST 0.031
BTC 61227.67
ETH 2682.99
USDT 1.00
SBD 2.62