You are viewing a single comment's thread from:

RE: All Colors Of Georgia

in #travel6 years ago

მინდა ხანდახან მოგმართო თქვენობით,
რადგან ვაგრძელებ შენზე შეჩვევას,
ღამის ფიქრებით,ზოგჯერ თვეობით
შენი თვალების ვცდილობ შემჩნევას.
ოთახში მუდამ ფრთები დაქრიან,
ჩვიდმეტი წლის წინ შენ რომ მაჩუქე,
მუდამ მათბობენ ყველგან და ცრიან,
შენს ხმას რომლითაც ხშირად მაჩუმებ.
შენ ანიავებ შენს სუნთქვას გარეთ
და მერე ფილტვით მე მათ დავეძებ,
დე გთხოვ თვალებში ცრემლებს ნუ გარევ,
მომკიდე ხელი, რომ არ დავეცე.
ხედავ ვიზრდები, მაგრამ არასდროს
შენგან სიშორეს არ შევისახლებ,
მე შეგიყვარე, როდის ? - არ მახსოვს,.
დე ! საპირჯვაროდ მე შენ გისახებ.
აპრილის თვის შენ მაჩუქე ია
და სავალ გზაზე ყვავილებს მიფენ,
შენ ერთადერთი სიცოცხლე გქვია,
დედი მადლობა ამდენს რომ მითმენ

Coin Marketplace

STEEM 0.21
TRX 0.13
JST 0.030
BTC 66917.83
ETH 3499.90
USDT 1.00
SBD 2.89