გურამ დოჩანაშვილი - / იქამდე - თავი II ნაწილი 6 / - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in #georgian8 years ago

იქამდე

თავი II (გაგრძელება)

ბუკის ხმაზე აღამხედრებდა სამწყესოს, მაღალი ციდან დასდიოდათ ურუქის მკვიდრებს მოველურო და სისხლგამყივანი, ბუკგამოვლილიბრძანება მისი, და სხვა რა გზა ჰქონდათ, იმ საზარელი ხმიანების ასატანად გული უნდა გაემაგრებინა და, გილგამეშიც, უხვად თავნება, კუთვნილი ბუკით ხმა-ამაზრზენით სამწყესოს გულებს რომ განაქვავებდა, დასძრავდა, ლაშქარს, აი, საკრავი მართლაც ის იყო, აქკი, აი აქ რა, რა ხდებოდა? - ვახტანგ ბიძია ქუდს ერთხელაც დაიმაგრებდა, თავს გადასწევდა, იმ ყვითელ ფანქარს, ანუ სალამურს რატომღაც მომუწულ ტუჩებზე მიიდებდა და, სალამურისებრ იწყებდა სტვენას.

ვახტანგ ბიძია სტვენდა აუცილებლად აღმოსავლურქართულ მელოდიას, ყველაზე ხშირად - „მთაში სალამურს ვაკვნესებ“ - ს, იყო ამაში რაღაც მუდმივი და ბუნებრივი გამოწვევა თუ ქილიკი დასავლეთელისა აღმოსავლელისადმი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ღვიძლისმიერი მხარშიდგომაც ბლომად ერია, ვახტანგ ბიძია ლაღად ჭიკჭიკა ბგერებით სტვენდა, და მთელის ეშხით მიჰყვებოდა მელოდიას: ამ პირობითი, ცელქი და ვითომი ხელოვნებისგანაც, სახე წამდაუწუმ ეცვლებოდა და ნეტარებისგან ეჭმუხნებოდა, ცხვირამდე ჩამოშლილ თმაში შემოქმედებითი აღმაფრენისგან მილულული თვალები ილანდებოდა, სტვენას თუ დაუდაბლებდა, თავსაც ნელინელ დაბლა ხრიდა, წელშიაც ორად იხრებოდა და ცალი ჩამოკონწიალებული, გაუქმებული სახელო ლამის იატაკს რომ შეეხებოდა, უეცრად ისეთი მკვეთრი ბიძგით გასწორდებოდა, სანდრიკოს თუმც კოკარდიანი, მაგრამ პატარა თავსაბური ნაღდათ ჭერამდე აფრინდებოდა, ცალხელა მუზიკანტს ის ფანქრიანი ხელი წამით ქუდზე რომ არ დაეჭირა, და, გამართული, ხალისიან სტვენაზე გადადიოდა, ვახტანგ ბიძია თავისი საქმის ოსტატი იყო: ისე წამიწამ ცვლიდა ამ უბრალო მელოდიაში სევდას და ხალისს, აღმას და დაღმას,საკვირველი იყო სწორედ, ხოლო დროებითი, სამიოდ წამიანი „უმუზიკო“ სულისმოთქმით რაიმეს კი არ აკლებდა დადგმა – ნაწარმოებს, არამედ აღავსებდა: უეცრად რომელიმესაკენ მოიკაკვებოდა და ჯიბეზე ძალიან შეაცქერდებოდა ხურდა ფულის ამოცნობის წყურვილით, და ფანქარსაც ჯიბეზე სულსწრაფად მიუკაკუნებდა, ანდა დეიდა კატუტას გაცვეთილ პორტმენეს ფანქრიანი თითებით მაინც უსწრაფესად გახსნიდა და ისე ძლიერ მღელვარედ ჩაიმზირებოდა შიგ, ოღონდ ამა დროს თვალებს ისე ნაღვლიანად იელამებოდა, ყოვლად უფასო მაყურებლები იცინოდნენ რომ,- გულიანად; ვახტანგ ბიძიამ, როგორც ყოველმა ჭეშმარიტმა ოსტატმა, იცოდა გამეორების, ხაზგასმისა თუ სულისმოთქმის ერთადერთად სწორი დრო, რიცხვი და ფასი, ვახტანგ ბიძიამ კარგად უწყოდათუნდაც ისეთი წვრილმანიც, თუ როფის უნდა აეწია ცალი მხარი, თანაც, როგორ – ნელა, ნელა თუ სწრაფად, და სტვენითი არიის დამთავრებისას, როგორ მიერტყა ქუსლზე ქუსლი და ოდნავ შემხტარიყო, და ყველანი ფაციცდებოდნენ, რადგან ცალკაციანი სკეტჩის მთავარი მარილი ახლა ელოდათ: ვახტანგ ბიძია გრძელ, მუხლებამდე ხალათის კალთას ყვითელი ფანქრის მეშვეობით აიწევდა და ფერდზე იდაყვით მიიკრავდა, მერეწ ყოფილ ინსტრუმენტს ხვანჯართან მიიტანდა, იქიდან კი მოულოდნელ თითს გამრჰყოფდა, ფანქარს იმითი ჩაბღუჯავდა. „აჰა, სად ჰქონია დამალული მარცხენა ხელი“, გაიფიქრებდა მონადირე, ვახტანგ ბიძია კი მცირე ბოდიშით: „მაპატიეთ ჩემო ბატონო, მარა, არ მაქ მეორე ხელი და ეს უნდა გამოვიყენო ისევ, აბა რა ვქნა, „მარჯვენათი კი „თ1ს“ - კოკარდიან ქუდს მოიხდიდა და, გადაფიჩინებულსაზოგადოებას ჩამოუვლიდა:

  • უმოწყალესად გთხოვთ შემეწიეთ პაჟალუსტა! ნესკოლკოდასტურ კოპეეჩეკ...

„სულელებია?“ - ჰფიქრობდა გაკვირვებული მონადირე, ვინც არ იცოდა ხუმრობის ფასი, მაგრამ რაღაცას მაინც ხვდებოდა: „მე მგონი, არა,“ და წელში რომ გაიმართებოდა, მაშინვე ხელახლა აფეთქებული ისეთი სიცილი ესმოდა, მსწრაფლ ჭუჭრუტანისკენ იხრებოდა, მაგრამ ვახტანგ ბიძიას ფანქრიანი თითისკენ დახედვა და იმისი გაურკვეველი მიმართვა – ფანქარს ეხებოდა თუ თითს: „პატარაა, მაგრამ მუშა“ რადგან გამოტოვებული ჰქონდა, უცოდინრობით, დაასკვნიდა: „სულელებია“, და არც ახლა ეწერა დიდხანს გამართვა; რადგან ესმოდა შეშფოთებული: „რა იყო ქალო... რა მოუვიდა... რა მოგივიდა...“, და ჭუჭრუტანისკენ ეს მერამდენედ გადახრილი მონადირე კი გაოცებულიყო, ფიცხი და შემართული დეიდა მერია ისე შემძვრელად, კარგი ბავშვივით. უსუსურად და გულით ტიროდა, ახლა,
„აგერას, წეღან არ იცინოდაძ“ - ახსენდებოდა დაბნეულ მონადირეს, რა იცოდა და, სწორედ ამასწინდელი სიცილი რომ ატირებდა დეიდა მერიას, ვისაც ნათესაობა შემოხვეოდა და,

  • რა იყო, მერი...

  • რა გეტაკა შე ქალო...

  • მე მაინც მითხარი, მე...
    დეიდა მერია კი მჯიღს თვალებში ამოისვამდა, იატაკზე დაიხედებოდა, თქვა:

  • სადაა ახლა კაკო...
    უგუბდებოიდათ, სუნთქვა, დეიდა მერია კი, გულამომჯდარი.

  • სადაა ახლა ჩემი კაკო და... მე აქ ვიცინი და ცეცხლთან ვზივარ და ვთბები.
    თანაგრძნობით და ყურადღებით შესცქეროდნენ, სად იყო ახლა კაკო და, მჭრელ ყინულეთში, გადაკარგულ მოუსავლეთშიდა, ღუმელთან მსხდართ, ღუმელთან ჯდომა ირიდებოდათ, გული ძალიან ეკუმშებოდათ, ეს იმერლები და მეგრელები და უგამოსავლოდ დაბნეულები? ეს უხერხულობაში ჩაცვივნული ცქიტიშვილები, ლომაიები, ღოღობერიძეები, კორძაიები, ცალი ემხვარი და – გამოსავლის ვერ მპოვნელნი? რაღა თქმა უნდა, თითიოეული რაღაცას უთუოდ გაახერხებდა, მხოლოდ დროშიღა იყო საქმე, მაგრამ კვიმატი ასწრებდა:

  • ტურ-ფავ, ტურ-ფააავ, - წამოიწყებდა და გიტარას გადასწვდებოდა.

  • ურფავ – ურ-ფააავ, - პირველს ყელმოღერებით აადევნებდა თვალდახუჭული ლამაზი მედიკო და ბიძათავისს მხარზე ნაზად და ძმაკაცურად გადახვევდა ხელს.

-აავ, აა-აავ,- დიდ თვალებს მილულავდა ბიძამისიც – ლევანია ბიძია და ნიკაპს კიტელის ზედა ღილზე დაიბჯენდა, სამხედრო არ იყო.

რაად მემდუუ, რიიი,- აგრძელებდა ნანა და თან დეიდათავისს, დეიდა მერიას ბაბთიან, ბრტყელთავა გიტარას ფერდში შეუჩხიკინებდა.

  • გაჩერდი გოგო შენ!

  • აად მემდუუ,- მედიკო, ეს.

  • უუუ იიიი,- ლევანია ბიძია და, ეს ორი ბავშვი და ბიძაიმათი, ორი თაობა, ისე მღეროდნენ.

  • თქვენ რა გითხარით,- თვალებში მადლი ჩაუდგებოდა დეიდა მერიას, იღიმებოდა, - ვის არ აიყოლიებთ თქვენ,- და, აჰყვებოდათ, - მოა- ცურეეე,ჩეემსკენ ნაავიი.

„სულელებია, სულელებია,- ეჭვი აღარ ეპარებოდა მონადირეს, - აგერას, წეღან არ ტიროდა?“

ვახტანგ ბიძია კი, ხალათზე უკვე კოხტად ქამარშემორტყმული, ახლა ორხელა მომღერლად გადაიქცეოდა, თითებს მაგიდაზე დააბჯენდა და ლევანია ბიძიას ბანს თავისას შეუამხანაგებდა:

  • აა, იიი, ეეე,- და უცებ სხაპასხუპა რეჩიტატივით მიაყრიდა:- მევიცი რამაც აგატირა და გაგახსენა კაკომერია შეეეენ...

  • რამ... ეერთად დაავსხ-დეეთ...რამ!

ვახტანგ ბიძია ხმიერი პასუხით არ პასუხობდა, მაგრამ მაგიდაზე დაბჯენილ თითთაგან აი სწორედ იმას, პატარა ხნის წინ სალამური რომ ჩაებღუჯა, მაგიდაზე ორჯერ ხაზგასმულად დააკაკუნებდა.

და, ბავშვებისა და მონადირისათვის იმ მიუხვედრელ სიცილ-კისკისში ნანა და მედიკოღა აგრძელებდნენ „ტურფავ, ტურფავ“-ს, მაგრამ ვიღას ესმოდა იმათი სუფთა ხმები, დეიდა მერიამ კი ჯერ არ იცოდა, განრისხებულიყო თუ არა, მერე კი, რაღა თქმა უნდა დეიდა ჭაპულას შემდეგ ყველაზე გულიანად ის იცინოდა, ძლივას ითქვამდა სულს:

  • შენ დეიღუპე და... ვაი... ოჰ შენ მეისპე და დეიღუპე ვხტა... ნგია, შენ...

  • რა ვქნათ ბატონო აბა, აღარც ვიხუმროთ?

  • კარგა ხუმარა კაცი გვყავდა რაიონის ცენტრში ერთი, ცოტა განაპირაზე

ცხოვრობდა, - თქვა გარე ბიძაშვილმა, - ერთხელაც, თავის მამას ჩუმათ კიტრზე მარილი დაუყარა.

  • რომელ კიტრზე... - თქვა ნიკომ, ეტყობა სხვას ფიქრობდა, - რა მარილი...

  • მარილი ვთქვი? - დაინტერესდა გარე ბიძაშვილი, - ვაჰ, მე მართლა მარილი

ვთქვი?არა, კაცო, შაქარი დაუყარა, იმას მარილი რომ დაეყარა, რაღა ხუმრობა იქნებოდა, შაქარი დაუყარა.

„ნაა-ვი, ააა-ვი, - წამოეშველებოდა ხოლმე მაშინ, ბავშვობაში, ადრე, მღერადაბნეულ ბავშვებს ვახტანგ ბიძია და, ახლა სხვას გადასწვდებოდა: - სიმღერა შენ არ იცი და არაფერი ბესოშეეენ, ხმა მაინც ამოიღე, გვაჩუქე ორი ღერი სიტყვააა- იიი, რაა რომ ზიხარ გატვრინული...“

  • შპიონივითაა მაგი კაცი ჩვენში... - ძალიანმოულოდნელად იტყოდა უთქმელი

ლევანია ბიძია და, რაღა უნდოდათ:

  • მე არ დამაბეზღო გაფიცებ ყველაფერს ბესო...

  • ნათესავი მაგათ არ იციან და არაფერი...

  • არ დამასმინო და, ჭყინტ სიმინდს მოგიხარშავ და თანაც გაჭმევ...

  • ერთი რამე გამაგებინა და მომკლა მერე...

  • რა...

  • სადა აქვს გადამალულლი აპარატურა!..

  • ასისტენტიც რომ კარგი შეხვდა, ჩემო ბატონო?

  • რომელი ასისტენტი...

  • აგერ, კატუტა... გატვრინულია ისიც!

  • კიდო კაი რომ, ეს შეჩვენებული ნანა მაინც არ გამოეგვანათ!

  • რა უნდა ამ შვა იანვარში ჭყინტ სიმინდს...

ასე, ეჰ, ასე იცინოდნენ და, გარეთ კი, ქალაქში, გარეთ მართლა სუსხი იდგა, ორმოციანი წლები, რა იყო იმასთან შუა იანვარი, მაგრამ ფაცა ბებია შიშის გამო კი არ გახევებულიყო, არა – პატარა სანდრო კეფით მიყრდნობოდა მხარზე.

მონადირეს კი ვერა გაეგო ამ ხალხისა, იმ კაცებისა, სანდრო ბიძიებს რომ ეძახდა, და იმ თავისი მეზობლის დედაკაცის გამო ვერც ამ აკისკისებული ქალებისა მიეხვედრებოდა რა, და სანდროს პირზე რახან წამდაუწუმ „დეიდა“ ეკერა, უნებურად ეშლებოდა ხოლმე: - თბილისში როდის ჩამოხვალთ, ერმონა დეიდა?

დეიდა ერმონა ოდნავ შეიჭმუხნებოდა და, -აბა სადაური შენი დეიდა ვაარ, მამიდად გეკუთვნი. საბარგო მანქანას ელოდნენ, სოფლის განაპირას იდგნენ. ვინა და ვინა და სანდრო და მამამისი პეტრე და დეიდა ერმონა თავის შვილებიანა.

უმეორებდა:

  • თბილისში როდის ჩამოხვალთ, მამიდა ერმონა? დეიდა ერმონა თავზე
    დაადებდა ხელს: - ქალაქში რა მინდა, შვილო ისედაც ბევრნი ხართ იქა.

პეტრე ექიმი კი, სუნთქვაშეკრული და გაბადრული ისე, თითქოს შემაღლებულზეიდბა და აპპლოდისმენტებს იღებდა, სანდროს ყოველ მოძრაობასა თუ ნათქვამს ისეთის დიდის სიხარულით აღიქვამდა, თითქოსდაც სანდრო იქამომდისინ მუნჯი იყო და – ალაპარაკდა, ხეიბარი იყო და, აღსდგა.
აი, აქა ვართ ცოტ- ცოტაები.
დეიდა ერმონა თბილისში ნამყოფი როგორ არ იყო, მაგრამ უკვე სოფელ გლდანთანაც კი სუნთქვა და გული ეხუთებოდა, და ეცოდებოდა სანდრო, უდანაშაულო ბალღი, ვინაც ქალაქში მთელი ათი თვით მიდიოდა.
შენც, რაღა გინდა ემაგ ქალაქში,- ეუბნებოდა გოგი,- აი, დარჩი და, ინდაურებითვი ისეთი წკნელი გაგიხერხო, კამეჩსაც ეყოს.
სინკო, ცნობილი მეინდაურე, განზე იყურებოდა.
დარჩი ბიჭო და, - თვალები აუნაპერწკლდებოდა გოგის,- ისეთი გოგო გაგირიგო, წითელლოყება. სუ ცეცხლი იყოს. მინავლულები როო ხართ იქა...
აქ პეტრე – ექიმიც ვერ იკავებდა თავს – სანდროს რომელი დამტოვებელი აბა ის იყო, მაგრამ თავად აზრი აღაფრთოვანებდა:
ქორწილიც ვქნათ და კარგი პურიც ვჭამოთ!
მაგრამ მაშინვე მოიბუზებოდა, რადგანაც შვილი თვალებს დაუბრიალებდა. პეტრე ექიმი ერთადერთი კაცი იყო, ვისთანაც სანდროს დიდი გული ჰქონდა, ეს მეორეკლასელი სანდრო კი ერთადერთი ადამიანი იყო ქვეყნად, რომლის წინაშეც პეტრე – ექიმი ჩიავდებოდა.
ის ენაძუა რაღა იქნა... იმათი გულისყური სხვაგან გადაჰქონდა დეიდა ერმონას. საღამოვდებოდა.
ვინაო, დეედ?
დამრეცი სიკა.
დამრეცი სიკა – მძღოლი იყო, მაგრამ სიტყვა,,შოფერი“ გაცილებით შეეხამებოდა. აი, ეს იმან წარმოსთქვა პირველად ქართულით წმმინდა ღულელებში ისეთი უცნაური და უამო სიტყვები, როგორებიც: კუზაო, მატორი, პაჩებნიკი, კარბურატორი, ინსპექტორი, კარდანი, ვალი, სიდენია... რა უბედურობები იყო. თანაც – ამაყად ეჭირა თავი. ამრეზილად კი შესცქეროდნენ, მაგრამ სჭირდებოდათ, ქალაქიდან ზოგს რა ჰქონდა ამოსატანი და ზოგსაც რა, კენტი შოფერი კი თან წუნკალი იყო და თანაც ვაჟკაცობდა, თან – მეზობელს ფულს როგორ გამოვართმევ და თანაც – ტყუილად რატომ ვატაროვო და, გამოსავალიც, იპოვნა, და იმ თავის მაზუთიან ლექსიკასაც მშვენივრად იყენებდა:

  • ვერ, ვერ წაგიყვან, წინა პაკრიშკები ლისი მააქ.
  • რა გააქ?
  • წინა – მეთქი, რით ვერ გაიგე, - უკვირდა სიკას.
    ღულელებელი ერთხანს სდუმდა; მერე ეტყოდა:
  • ფულს მოგცემ, სიკოვ, უბრალოდ კი არ შეგაწუხებ.
  • აბა ეს რა მითხარ, რა მითხრა ესა კაცოუ? - შეიცხადებდა შოფერი, - ჯერ ეს ეგ ერთი, მეზობელ ადამიანს ფულს აბა როგორ გამოვართმევ და მეორეც ისა ფულით დაიჭერ შენ ტორმუზსა?
  • რასა?
    სამაგიეროდ, სიმონიანთ ხევსა თუ ხევსურთსოფელში ნაყოფიერად მოღვაწეობდა და მეზობლები ნაწყენ მზერას გააყოლებდნენ, ხშირხშირაობით როგორ ჩაატარებდა თავმინებებულ ღულელებზე კარადასა თუ ტახტს. უყურეს, უყურეს და მერე არცთუ ღირსეული სახელი სიკო სიკა – თი რომ შეუცვალეს, არ აკმარეს ეს, და ვიღაცამ ეშხით,,დამრეცი“ - ც კი წაუმატა. ისე დამშვენდა იმის მოლენჩოდ ეშმაკურ გამომეტყველებასა და სიტყვა – პასუხს ეს, - კოხტად, აეს,, დამრეცი“ კი სწორებით რასა ნიშნავდა, არავინ იცოდა – იმას, რომ ქალაქი ბევრად ქვემოთ იდო? იმას, საჭემ რო ცოტათი მოხარა? ან, ხელიდან რომ წავიდა, - იმას? სიკამა კიდეე – აბადათუ დამრეცი ვაარო და, რაღა შორიშორ ვეხეტოო, თავის სოფლელებს დააჯაყჯაყებდა ახლა და ფულსაც არხეინად ართმევდა – ბარიბარში იყვნენ ვითომდაც, რაღა.

დასასრული

Sort:  

This post has received a 0.45 % upvote from @drotto thanks to: @anakur.

Hello @anakur, thank you for sharing this creative work! We just stopped by to say that you've been upvoted by the @creativecrypto magazine. The Creative Crypto is all about art on the blockchain and learning from creatives like you. Looking forward to crossing paths again soon. Steem on!

Coin Marketplace

STEEM 0.04
TRX 0.32
JST 0.086
BTC 59437.70
ETH 1589.95
USDT 1.00
SBD 0.38